დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ციხეებში არსებული სიტუაცია დღესაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 14:00:04
ციხეებში არსებული სიტუაცია, როგორც ჩანს, დღესაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ციხეებში არსებული ვითარება წინა წლების განმავლობაში ყველაზე დიდი და მწვავე პრობლემა იყო.
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა წლებიდან. ვწუხვარ, რომ, როგორც ჩანს, იქ არსებული სიტუაცია დღესაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ამიტომ ვფიქრობ, ეს ის თემაა, სადაც ერთმანეთზე გადაბრალებისა და ნიშნის მოგების მაგივრად უნდა გავიაზროთ, რომ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ციხეში არსებული პრობლემები მოისპოს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში. მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი. ვიდეო მოიცავს მათთან საუბრებსაც.
მასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს. ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა ცენტრმა მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა. ახალაიას ადვოკატები კი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ახალაია საკანში მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს დათანხმდა. ადვოკატები ითხოვენ, ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაკეთების მიზეზები პროკურატურამ გამოიძიოს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია