დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/ნოემბერი/09 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzegumruqchu.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462059-irakli-kobakhidzem-thurqethis-elchthan-gamosamshvidobebeli-shekhvedra-gamartha.html", "headline": "ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა", "datePublished": "2017-11-09 11:21:17", "dateModified": "2017-11-09 11:21:17", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzegumruqchu.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეულია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით, რაც ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და დიპლომატების მიმართ არსებულ კეთილგანწყობაზე მეტყველებს.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს, საუბარი ასევე შეეხო არსებული გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობასაც.

არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებაც, რაც ქვეყნებს ერთმანეთთან მეტად დააახლოებს.

ირაკლი კობახიძემ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებით და პარლამენტის თავმჯდომარეს მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, თურქეთის მომავალი ელჩი ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს და დიპლომატიური მისიის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია