დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - შეიქმნება ბორდი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა თავისი ფუნქციების შესრულება უზრუნველყოს
ავტორი:
2017/ნოემბერი/09 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_83507.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462014-irakli-kobakhidze-sheiqmneba-bordi-romelic-monitorings-gautsevs-rom-parlamentis-sabiujeto-ofisma-thavisi-funqciebis-shesruleba-uzrunvelyos.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - შეიქმნება ბორდი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა თავ...", "datePublished": "2017-11-09 08:08:34", "dateModified": "2017-11-09 08:08:34", "description": "პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით უახლოეს პერიოდში ბორდი შეიქმნება. ამის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_83507.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით უახლოეს პერიოდში ბორდი შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ეს არის პარლამენტის საქმე. საბიუჯეტო ოფისი არის პარლამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი. უახლოეს მომავალში კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნება ბორდი, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე და ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება იმისათვის, რომ საბიუჯეტო ოფისმა სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ფუნქციების შესრულება",- განაცხადა კობახიძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს აკრიტიკებს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების თხოვნით მიმართავს.

როგორც კოვზანაძემ გასულ კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კომიტეტს, პარლამენტის წევრებს დროულად არ მიეწოდება ის ექსპერტული დასკვნები თუ მოსაზრებები, რისთვისაც საბიუჯეტო ოფისი არსებობს. მისივე თქმით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სისტემატიურად არღვევს მის მიერვე შემუშავებულ და ვებ-გვერდზე განთავსებულ ანგარიშგების კალენდარსა და გრაფიკს.

კოვზანაძის აზრით, საბიუჯეტო ოფისის არსებული ფორმით შენარჩუნება, მიზანშეუწონელია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია