დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე დეველოპერებს - მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/09 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kaladze5_d3bbf.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462001-kakha-kaladze-developerebs-mgoni-arc-thqven-ar-mogtsonth-arsebuli-mdgomareoba-is-msheneblobebi-romelic-qalaqis-ier-sakhes-amakhinjebs.html", "headline": "კახა კალაძე დეველოპერებს - მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელი...", "datePublished": "2017-11-09 07:39:12", "dateModified": "2017-11-09 07:39:12", "description": "თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kaladze5_d3bbf.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნებიდან” აცნობეს.

კახა კალაძემ დეველოპერებს დედაქალაქის განვითარებაში ჩართულობისკენ და თბილისის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან აქტიური თანამშრომლობა, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ და აკეთებთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივესალმები მშენებლობას და განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად, ხარისხიანად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად. მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, - მიმართა ახლადარჩეულმა მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დღეს არსებობს მერიაში დაინგრეს და სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით იგეგემება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს.

როგორც ახლადარჩეულმა მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს - მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვიზუალურ მხარეს.

„მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც თქვენი როლი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია