დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - Россия 1-ის 150-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე საქართველოს ინტერესების დაცვა მაქსიმალურად შევძელი
ავტორი:
2017/ნოემბერი/08 22:30:01
../photo/2015_02/00-1MAISI-2014/burjanadze_067c3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461938-nino-burjanadze--1-is-150-milioniani-auditoriis-tsinashe-saqarthvelos-interesebis-dacva-maqsimalurad-shevdzeli.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - Россия 1-ის 150-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე საქართველოს ინტერესების დაცვა მაქსიმალ...", "datePublished": "2017-11-08 18:38:03", "dateModified": "2017-11-08 18:38:03", "description": "”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან Россия 1-ის ეთერში საქართველოს ინ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MAISI-2014/burjanadze_067c3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან Россия 1-ის ეთერში საქართველოს ინტერესების დაცვა მაქსიმალურად შეძლო.

როგორც ბურჯანაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” აღნიშნა, 150- მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა და აფხაზებთან და ოსებთან, მესამე ძალის ჩარევის გარეშე, პირდაპირი დიალოგის წარმოება. აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი იმ უარყოფით შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც მის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდა.

”სააკაშვილის დაცვაა ქვეყნის ინტერესების დაცვა?! აბსოლუტური ტყუილების საუბარია ქვეყნის ინტერესები და იმის თქმა, რომ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების დროს რუსეთი შუაში კი არა, განზე უნდა დადგეს?! იმის თქმა, რომ რუსული ჩექმა უნდა გავიდეს და საქართველოში არ უნდა იდგეს, ამის თქმა არ არის ქვეყნის ინტერესების დაცვა?!

თუ იმაზე ვიქნებით ორიენტირებული, აშშ-ის ელჩს და საელჩოს ეს მოეწონება თუ არა, სხვაა, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ იმას, რომ რუსეთში ჩავიდა ქვეყნის წარმომადგენელი, რუსეთის ტელევიზიაში 150 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, მინდა ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, იყოს ერთიანი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით და თუ ამას ვინმე ჭკუადმყოფელი ჩათვლის, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერესების დაცვა, მე არ მაინტერესებს იმ ადამიანის აზრი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია