დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოთარ კახიძე ნიკა მელიას - ქვეყნისთვის არის ცუდი, როდესაც ოპოზიციურ პარტიას, იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყოს ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებით, „ქოცური“ ნარატივით იერიში მოაქვს ჩვენზე
ავტორი:
2017/ნოემბერი/08 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461755-othar-kakhidze-nika-melias-qveynisthvis-aris-cudi-rodesac-opoziciur-partias-imis-magivrad-rom-dakavebuli-iyos-ivanishvilis-rezhimthan-dapirispirebith-qocuri-narativith-ierishi-moaqvs-chvenze.html", "headline": "ოთარ კახიძე ნიკა მელიას - ქვეყნისთვის არის ცუდი, როდესაც ოპოზიციურ პარტიას, იმის მაგივრად, რომ დაკავ...", "datePublished": "2017-11-07 19:46:29", "dateModified": "2017-11-07 19:46:29", "description": "ქვეყნისთვის არის ცუდი, როდესაც ოპოზიციურ პარტიას, იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყოს ივანიშვილის რეჟ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქვეყნისთვის არის ცუდი, როდესაც ოპოზიციურ პარტიას, იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყოს ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებით, „ქოცური“ ნარატივით იერიში მოაქვს ჩვენზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებები საღ აზრს მოკლებული და უპასუხისმგებლოა და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. „ისეთი ბრიყვული არგუმენტი, რომ თუ არ იყავი დაკავებული, ივანიშვილმა არ ჩაგსვა ციხეში, მაშინ ხარ გარიგებული, გოგა ონიანი „ევროპულ საქართველოში“ რომ გადასულიყო, ეს ასე იქნებოდა და ეს ისე - ასეთ მიამიტურ განცხადებაზე მსჯელობაში ნამდვილად ვერ შევალ“, - აღნიშნა კახიძემ.

მისი თქმით, როდესაც საუბარია პროდასავლური ოპოზიციური პარტიის წევრთა პოლიტიკურ დევნაზე, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აკეთებს სამარცხვინო განცხადებას, რაზეც კახიძეს უწევს თავის მართლება, რომ ივანიშვილთან არ არის გარიგებული. „ნიკა, მოიკრიბე შენთვის ძალები და შეიცვალე ეგ ნარატივი. ეს არც ქვეყანას მოუტანს კარგს, არც შენ მოგიტანს მაგ პარტიაში კარგს, არც მაგ პარტიას და მთლიანად ასუსტებ ოპოზიციურ ფლანგს“, - მიმართა ოთარ კახიძემ ნიკა მელიას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია