დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სერგეენკო - ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის ასაკრძალად რეგულაციების შემოღება არ იგეგმება
ავტორი:
2017/ნოემბერი/07 23:30:01
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/sergeenko-5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461754-davith-sergeenko-eqimebisthvis-ramdenime-adgilze-mushaobis-asakrdzalad-regulaciebis-shemogheba-ar-igegmeba.html", "headline": "დავით სერგეენკო - ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის ასაკრძალად რეგულაციების შემოღება არ იგეგმე...", "datePublished": "2017-11-07 19:34:40", "dateModified": "2017-11-07 19:34:40", "description": "ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/sergeenko-5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ექიმებისთვის ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის როგორც პროდუქტიულ მუშაობას, ისე დასვენებას. სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მარტო საქართველოში არაა.

„რეგულაციებზე მუშაობა ნამდვილად არ დაგვიწყია და არც მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა სჯობს ადამიანს, ექიმი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს მის პროდუქტიულ მუშაობასაც და დასვენებასაც. თუმცა, ექიმებისთვის ეს ხშირად არ არის მისაწვდომი და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს ამას, თუმცა რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ჩვენ ამ მხრივ არ ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ეკუთვნის. მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

”ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია