დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ალიბეგაშვილი ახალი საკრებულოს წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/07 19:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/alibegashvili_4059f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461739-giorgi-alibegashvili-akhali-sakrebulos-tsevrebs-momaval-saqmianobashi-tsarmatebas-usurvebs.html", "headline": "გიორგი ალიბეგაშვილი ახალი საკრებულოს წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს", "datePublished": "2017-11-07 15:01:03", "dateModified": "2017-11-07 15:01:03", "description": "თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი V მოწვევის საკრებულოს მუშაობას ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/alibegashvili_4059f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი V მოწვევის საკრებულოს მუშაობას აფასებს. როგორც თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესსრელიზშია აღნიშნული, გიორგი ალიბეგაშვილმა კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ახალი საკრებულოს წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„წარმატებას ვუსურვებ ახალ საკრებულოს, რომელიც 14 ნოემბერს უნდა შემოვიდეს ამ ისტორიულ შენობაში. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტები, რომლებიც V მოწვევის საკრებულოს მუშაობის შედეგად განხორციელდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ თბილისი კიდევ უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო, თუმცა, მილიონნახევრიანი ქალაქი ყოველთვის რაღაც გამოწვევის წინაშე დგას. სწორედ ამ ნიშნით მინდა მეექვსე მოწვევის საკრებულოს ვუსურვო იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ქალაქის წინსვლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

გარდა ამისა, მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობის შეჯამებისას, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღებული კურსი უნდა კიდევ უფრო უნდა გარღმავდეს და გაძლიერდეს.

„მომავალ თანამშრომლობაში წარმატებებს ვუსურვებ როგორც ქალაქის ახლადარჩეულ მერს ბატონ კახი კალაძეს ასევე საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ტყემალაძეს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია