დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ოქტომბერში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/06 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/lari_934fc.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461533-politikurma-partiebma-da-damoukidebelma-kandidatebma-oqtombershi-11-milion-larze-meti-shemotsiruleba-miighes.html", "headline": "პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ოქტომბერში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მი...", "datePublished": "2017-11-06 13:32:59", "dateModified": "2017-11-06 13:32:59", "description": "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/lari_934fc.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, 11 მილიონი ლარიდან პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 8 მილიონი ლარი დახარჯეს. „ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა ჯამურად შემოწირულობის და საბიუჯეტო რესურსების ჩათვლით 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს. გახარჯულია 8 მილიონი ლარი. 3 მილიონი ლარი ნაშთად არის დარჩენილი, სავარაუდოდ, მეორე ტურისთვის გამოსაყენებლად. რაც შეეხება კონკრეტულად მხოლოდ შემოწირულობებს, საბიუჯეტო რესურსის გამოკლებით, 4 მილიონი ლარია შემოსული. ლიდერობს „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია