დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი - მთავრობის თითოეული უწყების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/04 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/qetevan-cixelashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461339-qethevan-cikhelashvili-mthavrobis-thithoeuli-utsyebis-dzaliskhmeva-iqithkenaa-mimarthuli-rom-mosakhleobas-ghirseuli-ckhovrebis-shesadzlebloba-hqondes.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - მთავრობის თითოეული უწყების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ მოსახლეობას ღირ...", "datePublished": "2017-11-04 13:33:22", "dateModified": "2017-11-04 13:33:22", "description": "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/qetevan-cixelashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს, ფხვენისსა და ზემო ნიქოზს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ეწვია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სოფელ ფხვენისში მთავრობის წევრები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ და პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ფეხბურთის ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.
მათივე ცნობით, მინისტრები დაესწრნენ სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას, რომელიც სოფელში მდებარე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტროს ხელშეწყობით დაარსდა.
ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ასევე ესტუმრნენ ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს-ხელოვნების სკოლას, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს. ხელოვნების სკოლაში ნიქოზის და ახლომდებარე სოფლების მცხოვრები ბავშვები სხვადასხვა სფეროში იღებენ განათლებას და გამოყენებით ხელოვნებას ეუფლებიან.
„მთავრობის თითოეული უწყების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ არსებული პრობლემები დაძლეულ იქნას და მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც მავთულხლართები და სხვადასხვა დაბრკოლება ქმნის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. სასიხარულოა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ რეგიონში ძალიან აქტიურია. მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და კარგად სწავლას უკავშირდება. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ისინი ფიზიკურადაც კარგად მომზადებულები იყვნენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია