დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი რუსთაველ სტუდენტებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/03 20:30:02
პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი დღეს რუსთავში დამოუკიდებელ უნივერსიტეტ "რვალის" სტუდენტებს შეხვდა. აკაკი ასათიანმა სტუდენტებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
ასათიანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს განათლების საკითხებს და ახალგაზრდების პრობლემების გადაჭრას, რისთვისაც "ახალგაზრდულ საბჭოს დააარსებს.
"მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, ახალგაზრდებს, რომლებიც ქვეყნის მომავალია, მაინც ნაკლები ყურადღება ექცევათ. მე მაქვს საკმაოდ ვრცლი წარმოდგენები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თუ რა უნდა გავაკეთო ახალგაზრდობის პრობლემების გადასაჭრელად. პირველი ის, რომ განათლება მაქსიმალურად პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, ეს არის ფაქტი. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მხარში უნდა ედეს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობას, სპონსორების მოძიების კუთხით იქნება ეს თუ პირდაპირი დაფინანსების გზით, მნიშვნელობა არ აქვს. მეორე, პრეზიდენტთან უნდა არსებობდეს ახალგაზრდული საბჭო, სადაც მთელი ქვეყნიდან იქნებიან წარმომადგენლები არჩეული. "ახალგაზრდული საბჭოს"" წევრები პრეზიდენტს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა და ექნება განათლების ფონდი, საიდანაც მოხდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების მიზნით თანხის გამოყოფა", – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია