დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ქუთაისში უმასპინძლა
ავტორი:
2017/ნოემბერი/02 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelaestonetiqutaisi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461084-giorgi-margvelashvilma-estonethis-prezidents-quthaisshi-umaspindzla.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ქუთაისში უმასპინძლა ", "datePublished": "2017-11-02 18:22:31", "dateModified": "2017-11-02 18:22:31", "description": "ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelaestonetiqutaisi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელით ქუთაისში მეგობრული სადილი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტმა სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი დაათვალიერეს და ესტონურ დელეგაციასთან ერთად, ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში ღვინის დეგუსტაციას დაესწრნენ.
ესტონელმა სტუმრებმა ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები მოისმინეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია