დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2017/ნოემბერი/02 21:00:02
../photo/2015_02/0-1aOQT-2014/zalkaliani_f24d8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461079-davith-zalkaliani-evrokavshirisa-da-evropis-sabtcos-erthoblivi-programis-yoveltsliur-sakoordinacio-shekhvedrashi-miighebs-monatsileobas.html", "headline": "დავით ზალკალიანი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედ...", "datePublished": "2017-11-02 17:05:46", "dateModified": "2017-11-02 17:05:46", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ევროკავ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aOQT-2014/zalkaliani_f24d8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ გაიმართება, სადაც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ქართულ მხარეს წარუდგენენ ინფორმაციას 2015-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროგრამის შედეგების შესახებ. დავით ზალკალიანი სიტყვით მიმართავს ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელდა რვა პროექტი, რომელთა ბიუჯეტმაც 3,7 მილიონ ევრომდე შეადგინა. პროექტები შეეხებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას; ინტერნეტ თავისუფლების დაცვას; არჩევნებში მხარდაჭერას.

გარდა აღნიშნული პროექტებისა, საქართველო ასევე ჩაერთო 14 რეგიონულ ინიციატივაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია