დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილი - წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/sesiashvili_687e5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460903-irakli-sesiashvili-tsina-khelisuflebis-politikuri-liderebi-chemthvis-interess-ar-tsarmoadgenen.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენენ", "datePublished": "2017-11-01 13:38:51", "dateModified": "2017-11-01 13:38:51", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონკრეტული პატიმრების შესახებ გადა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/sesiashvili_687e5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონკრეტული პატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები იღებენ. ასე გამოეხმაურა სესიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს.

”ცალკეულ პატიმრებთან მიმართებაში საკითხს შესაბამისი კომისია იხილავს და ვერაფერს გეტყვით. ეს არ არის ჩემი მსჯელობის საგანი. მეტსაც გეტყვით, თუ პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს, ეს შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მოქალაქის უფლების დარღვევა. არსებობს კომპეტენტური ორგანო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ეს თემა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოს განვითარება, სხვა დანარჩენი შესაბამის ორგანოს განსახილველი საკითხია. ჩვენი გუნდი, რომელმაც დიდი მხარდაჭერა მიიღო არჩევნებზე, მობილიზებული ვართ ქვეყნის მშენებლობისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩემთვის წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები არ წარმოადგენენ ინტერესს, თუ მათ მიმართ არსებობს სამართლებრივი პრეტენზიები, ესეც კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია