დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგო რატიანი - მიკაილ კადიევისთვის თავშესაფარზე უარის თქმით, სოზარ სუბარი და სახელმწიფოს წარმომადგენელი სასამართლოში ფაქტობრივად რუსეთს იცავდნენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ratiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460863-sergo-ratiani-mikail-kadievisthvis-thavshesafarze-uaris-thqmith-sozar-subari-da-sakhelmtsifos-tsarmomadgeneli-sasamarthloshi-faqtobrivad-ruseths-icavdnen.html", "headline": "სერგო რატიანი - მიკაილ კადიევისთვის თავშესაფარზე უარის თქმით, სოზარ სუბარი და სახელმწიფოს წარმომადგე...", "datePublished": "2017-11-01 11:07:07", "dateModified": "2017-11-01 11:07:07", "description": "”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკაილ კ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ratiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის ღირსებაშემლახავ ფაქტს უწოდებს. რატიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.

რატიანის განცხადებით, ამ პროცესში სახელმწიფოს წარმომადგენელი ადვოკატირებას უწევდა რუსეთს და აცხადებდა, რომ კადიევს რუსეთში არავითარ საფრთხე არ ემუქრება.

”ჩრდილოკავკასიელ სამოქალაქო აქტივისტს, მიკაილ კადიევს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მოითხოვდა თავშესაფარს საქართველოში, ეთქვა უარი თავშესაფარზე და რეალურად დგება საფრთხე მის ექსტრადიციაზე რუსეთში. სოზარ სუბარი და სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ დღეებში, სასამართლოში იცავდა ფაქტობრივად რუსეთს. ის იყო რუსეთის ადვოკატი. ის ამბობდა, რომ არაფერი ემუქრება კადიევს რუსეთში, რომ რუსეთში არ არსებობს რელიგიური ნიშნით ადამიანების დევნა, რომ რუსეთში თურმე არ არსებობს პოლიტიკური ნიშნით დევნა, რომ რუსეთში რეალურად არ დევნიან ჩრდილო კავკასიელებს, რომ რუსეთში თურმე ციხეში საერთოდ არაფერი ხდება და მის სიცოცხლეს არავითარი საფრთხე ემუქრება. გარანტია ამ ყველაფრის იყო, რომ რუსეთის მხარემ საქართველოს გადმოსცა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის წერილი, სადაც ის პირობას იძლევა, რომ მიკაილ კადიევს ციხეში არ აწამებენ. რუსეთი არის მტერი საქართველოსი, რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული და რუსეთის ამ განცხადებას ეთანხმება ქართული მხარე. რაც ყველაზე სამარცხვინოა, ქართული სასამართლო ამას ეთანხმება. ეს არის ღირსებაშემლახავი ფაქტი. საქართველო კარგავს თავის სახეს, ის აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა, ის აღარ არის მიმზიდველი ქვეყანა სადაც შეიძლება ადამიანის უფლებები იყოს დაცული”, - განაცხადა რატიანმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია