დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460811-mamuka-mdinaradze-konstituciasthan-dakavshirebith-konsensusi-shedga-khalkhthan-da-amis-pasukhia-21-oqtombris-archevnebi.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრი...", "datePublished": "2017-11-01 08:34:08", "dateModified": "2017-11-01 08:34:08", "description": "კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები, - ამის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არასწორ განცხადებას აკეთებს.

„ოპოზიციას უნდა შევახსენო, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საორგანიზაციოა კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული, უბრალოდ, ხდება იმ ოთხი საკითხის გაფორმება და მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომლითაც შედგა შეთახმება პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეცის კომისიას შორის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, ოპოზიის ბოიკოტი და მარტო დარჩენილი უმრავლესობა ხომ არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, მდინარაძემ განაცხადა, ეს მხოლოდ ოპოზიციის შეფასებაა.

„ეს არის მხოლოდ ოპოზიციის შეფასება, რადგან კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები. ხალხმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც აღიარებული იყო ვენეციის კომისიის მიერ. აქედან გამომდინარე, გვაქვს, ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს კარგად“, - განაცხადა მდინარაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია