დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე – მთელი საარჩევნო პროცესი ფირზე აქვთ აღბეჭდილი
ავტორი:
2017/ოქტომბერი/31 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_c53fa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460650-mamuka-mdinaradze--mtheli-saarchevno-procesi-firze-aqvth-aghbetcdili.html", "headline": "მამუკა მდინარაძე – მთელი საარჩევნო პროცესი ფირზე აქვთ აღბეჭდილი", "datePublished": "2017-10-31 12:40:22", "dateModified": "2017-10-31 12:40:22", "description": "მთელი საარჩევნო პროცესი ფირზე აქვთ აღბეჭდილი, 21 ოქტომბრის შემდეგ სხედან და ამ ფირებს შიფრავენ, – ამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_c53fa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთელი საარჩევნო პროცესი ფირზე აქვთ აღბეჭდილი, 21 ოქტომბრის შემდეგ სხედან და ამ ფირებს შიფრავენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ იმ განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

„21 ოქტომბრის შემდეგ სხედან და ამ ფირებს შიფრავენ. აღმოაჩინეს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც დარღვევა იკვეთება და ამ ეტაპზე ისიც კი გაურკვეულია, ვინ არიან ამ დარღვევის შემსრულებელი პირები. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი დარღვევა რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობდნენ, თავის დროზე საარჩევნო უბნებიდან ყუთებს აქრობდნენ და აჩენდნენ, ამომრჩეველზე ზემოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძის განცხადებით, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ორჯერ მიცემულ ხმას, კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას. დღესვე დეკანოიძემ დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია