დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-ს და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტების მოსამზადებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/31 15:30:07
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashvili_2d8c3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460628-saqarthvelos-da-estonethis-prezidentebi-nato-s-da-qaghmosavleth-partniorobisq-samitebis-mosamzadeblad-konkretul-nabijebze-shethankhmdnen.html", "headline": "საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-ს და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტების მოსამზ...", "datePublished": "2017-10-31 11:21:59", "dateModified": "2017-10-31 11:21:59", "description": "საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashvili_2d8c3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით საქართველოში პირველი ვიზიტისათვის, რომელიც საქართველო - ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს დაემთხვა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პირადად ესტონეთის პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ადვოკატირებისათვის და საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებებისათვის.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი კალიულაიდი, ყველა შესაბამის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აქტიურად აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ესტონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, საკუთარი წვლილი შეაქვს.

"შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ კონტექსტში 2018 წელს ნატო-ს სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური პროგრესის დემონსტრირებისათვის.

მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ 2018 წელს ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის კონკრეტული ნაბიჯების კოორდინაციის თაობაზე.

საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ამჟამად საქართველო ჩართულია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს მაღალი დონის შეხვედრებს, რადგან ეს აშკარად აჩვენებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესისადმი ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც 2018 წლის 26 მაისს გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია