დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე - თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის
ავტორი:
2017/ოქტომბერი/31 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/uanelidzegumruqchu.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460498-mikheil-janelidze-thurqethisa-da-saqarthvelos-strategiuli-partnioroba-efudzneba-saertho-miznebsa-da-khedvebs-regionis-mdgradi-da-mshvidobiani-ganvitharebisthvis.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო მიზნებსა და ხედვე...", "datePublished": "2017-10-30 19:45:16", "dateModified": "2017-10-30 19:45:16", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 94-...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/uanelidzegumruqchu.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებასა და საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მიხეილ ჯანელიძემ და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც ეფუძნება არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

„მიმაჩნია, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძლიერი კავშირები განაგრძობს განვითარებას და აყვავებას, რაც ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობას, რაც მისი შეფასებით უდავოდ ხელს უწყობს არსებული აქტიური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა დაადასტურეს თავისი მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც მიმდინარე პროექტების გათვალისწინებით კიდევ უფრო იზრდება. ამ კონტექსტში მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურად გახსნა.

მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს მადლობა გადაუხადა საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩის მიერ შეტანილ წვლილს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, TANAP-ის პროექტი და სხვა. მიხეილ ჯანელიძემ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია