დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/30 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460389-akhali-sakonstitucio-cvlilebebis-sayovelthao-sakhalkho-gankhilvis-komisia-khuthshabaths-sheiqmneba.html", "headline": "ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება", "datePublished": "2017-10-30 09:09:52", "dateModified": "2017-10-30 09:09:52", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს ან ხვალ მოხდება.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია და ხუთშაბათს საყოველთაო-სახალო განხილვის კომისია შეიქმნება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულებულია და ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება.

„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან -საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით - ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები. ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტში - მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს შესთავაზებს თუ არა საკონსტტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართვას, კობახიძე პასუხობს:

„ყველა იქნება ჩართული ამ განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია. საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენელი იქნება კომისიაში“, - განაცხადა კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია