გიორგი კვირიკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში იმყოფება
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirikashvili_e9089.jpg
{
"@context": "http://schema.org",
"@type": "NewsArticle",
"mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460375-giorgi-kvirikashvili-baqo-thbilisi-yarsis-rkinigzis-gakhsnis-ceremonialshi-monatsileobis-misaghebad-azerbaijanshi-imyofeba.html",
"headline": "გიორგი კვირიკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად აზერბა...",
"datePublished": "2017-10-30 08:38:45",
"dateModified": "2017-10-30 08:38:45",
"description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის პ...",
"author": {
"@type": "Person",
"name": "Maka Chaganava"
},
"publisher": {
"@type": "Organization",
"name": "IPN",
"logo": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"width": 194
}
},
"image": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirikashvili_e9089.jpg",
"height": 470,
"width": 246
}
}
{
"@context":"http://schema.org",
"@type":"Organization",
"name":"IPN",
"logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"url":"http://www.interpressnews.ge/ge/",
"sameAs":
[
"https://www.facebook.com/ipnge"
]
}
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,
გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.
ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში ასევე იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
წყარო:
interpressnews.ge