დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, რუსთაველზე მსვლელობა მიმდინარეობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/29 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/patriottaaqcia-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460305-patriottha-aliansis-organizebith-rusthavelze-msvleloba-mimdinareobs.html", "headline": "„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, რუსთაველზე მსვლელობა მიმდინარეობს ", "datePublished": "2017-10-29 12:28:49", "dateModified": "2017-10-29 12:28:49", "description": "„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით რუსთაველზე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერთა განცხადები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/patriottaaqcia-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით რუსთაველზე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერთა განცხადებით, მათი ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის, გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობა.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას არ ესმის საზოგადოების და რომ ის ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც რიგით მოქალაქეებს აწუხებთ.

აქციის ორგანიზატორები და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ხელისუფლებას ასევე საზოგადოებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ თვეზე მეტია მიმდინარეობს მოშიმშილეთა აქცია, რომელთაც კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნული მოთხოვნები არ გაითვალისწინა და მათი პოზიციის მოსმენა არ მოისურვა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აქციები გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აქციებმა დედაქალაქის მსგავსად საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლოს.

მიმდინარე აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია