დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კონფერენცია გაიმართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/29 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/konferenciainstrumentebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460285-mastsavlebeltha-profesiuli-ganvitharebis-erovnul-centrshi-konferencia-gaimartha.html", "headline": "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კონფერენცია გაიმართა ", "datePublished": "2017-10-29 07:34:05", "dateModified": "2017-10-29 07:34:05", "description": "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/konferenciainstrumentebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისათვის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტი მიმდინარეობდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქმედებაში“ ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას საქართველო უწევს, ხოლო მონაწილე ქვეყნები ანდორა, სლოვაკეთი და ხორვატია არიან.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო, წარმოადგენს ახალ საერთაშორისო დოკუმენტს, რომლის მნიშვნელობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 2016 წლის 12 აპრილის ბრიუსელის დეკლარაციით დაადასტურეს. დოკუმენტის დანერგვა ოფიციალურად დაიწყება 2018 წლიდან. საქართველომ, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შექმნა გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნებს როგორც დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე, პრობლემების პრევენციაში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენინგმოდული, ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებმა მოამზადეს ფილმები სკოლაში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ. კონფერენციაზე შეჯამდა როგორც საქართველოს, ასევე, პროექტის მონაწილე ქვეყნების მიერ შესრულებული საქმიანობა, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და გამოვლინდა საუკეთესო ფილმის ავტორი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია