დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მომავალ კვირას პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/28 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/parlamenti_91028.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460259-momaval-kviras-parlamentshi-konstituciashi-cvlilebis-shesakheb-kanonproeqtis-inicireba-mokhdeba.html", "headline": "მომავალ კვირას პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება ", "datePublished": "2017-10-28 18:15:04", "dateModified": "2017-10-28 18:15:04", "description": "მომავალ კვირას პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/parlamenti_91028.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მომავალ კვირას პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, პარლამენტში კანონპროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება.

„პარლამენტში, კანონპროექტის ინიცირება ორშაბათს ან სამშაბათს მოხდება, ანუ მომავალი კვირის დასაწყისში. ამის შემდეგ კი უკვე შეიქმნება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს და ჩვენ, როგორც დავპირდით ვენეციის კომისიას, ვგეგმავთ, 15 დეკემბრამდე ორი მოსმენით უკვე კანონპროექტის მიღებას. ეს ეხება მხოლოდ ოთხს ცვლილებას, რაც გამომდინარეობს ვენეციის კომისიასთან ჩვენი შეთანხმებიდან. საქმე ეხება: ბლოკების ერთჯერადად დაშვებას, ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია