დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ, პარიზში, საპარლამენტო სემინარში მიიღეს მონაწილეობა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/27 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/zoidze_6b7a1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460123-akaki-zoidzem-da-levan-koberidzem-parizshi-saparlamento-seminarshi-miighes-monatsileoba.html", "headline": "აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ, პარიზში, საპარლამენტო სემინარში მიიღეს მონაწილეობა", "datePublished": "2017-10-27 12:09:01", "dateModified": "2017-10-27 12:09:01", "description": "ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და კომიტეტის თავმჯდომარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/zoidze_6b7a1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო სემინარში -„დასაქმება, გადამზადება და თანაბარი შესაძლებლობები: როგორ უზრუნველვყოთ სამართლიანი მოპყრობა და ჩართულობა ყველასთვის“ მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო სემინარზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სოციალური საკითხებისა და დასაქმების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის საბოლოო დასკვნაზე იმსჯელეს. დასკვნაში 2016 წელს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ევროპის სოციალური ქარტიის დარღვევებზეა საუბარი. აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ დამსწრეებს საქართველოში სოციალური უფლებების, სოციალური საკითხებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ასევე, დასაქმების უფლების, პროფესიული გადამზადებისა და ქალთა და მამაკაცთათვის თანაბარი შესაძლებლობების უფლების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

„ის საკითხები, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ, აქტუალურია საქართველოში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობარი ქვეყნების - ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაცნობა და ამის საფუძველზე, დაბალანსებული, ქართულ რეალობაზე მორგებული მოდელის ჩამოყალიბება. ამ საკითხზე კომიტეტი მთავრობასთან და ყველა მიზნობრივ ჯგუფთან ერთად, აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს ხელშეკრულებაა, რომელსაც ხელი 1961წლის 18 ოქტომბერს ქალაქ ტურინში მოეწერა. ქარტიის ხელისმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, უზრუნველყონ მათი მოსახლეობისთვის ქარტიით განსაზღვრული სოციალური უფლებები მათი ცხოვრების დონისა და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

საქართველო ევროპის სოციალურ ქარტიას 2005 წლის 1 ივლისს შეუერთდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია