დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი დღეს კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულებს დააჯილდოებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/27 09:30:01
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/margvelashvili_1cc88.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460031-prezidenti-dghes-konkursis-zhurnalistebi-konstituciaze-gamarjvebulebs-daajildoebs.html", "headline": "პრეზიდენტი დღეს კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულებს დააჯილდოებს", "datePublished": "2017-10-27 05:36:54", "dateModified": "2017-10-27 05:36:54", "description": "კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“, რომელიც „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა“ (EA...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/margvelashvili_1cc88.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“, რომელიც „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა“ (EARI) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ჩაატარა, დასრულდა. კონსტიტუციონალისტებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 8 გამარჯვებული გამოავლინა.


გამარჯვებულებისა და მონაწილეების პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოება დღეს, 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონკურსის გამარჯვებულებს პირადად დააჯილდოებს. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასული ნომინანტები ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.

პროექტი ითვალისწინებდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს. 5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ (მათგან სამი ჟურნალისტი და ორი კონსტიტუციონალისტი) გამოავლინა 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოები (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი. საპრიზო ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან: I ადილისთვის - 1500 ლარით, II ადგილისთვის - 1000 ლარით.

ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები იყო: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.


განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის (EARI) მიზანია, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია