დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - როდესაც ერთ სირთულეს გადალახავ, შემდეგ ძლიერი ხდები და გიადვილდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/27 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kaladzekaxa4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460005-kakha-kaladze-rodesac-erth-sirthules-gadalakhav-shemdeg-dzlieri-khdebi-da-giadvildeba.html", "headline": "კახა კალაძე - როდესაც ერთ სირთულეს გადალახავ, შემდეგ ძლიერი ხდები და გიადვილდება", "datePublished": "2017-10-26 19:42:18", "dateModified": "2017-10-26 19:42:18", "description": "ფეხბურთის თამაში როდესაც დავიწყე, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და ალბათ აჯობებდა რაი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kaladzekaxa4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფეხბურთის თამაში როდესაც დავიწყე, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და ალბათ აჯობებდა რაიმე სხვა მიმართულება ამერჩია. ეს მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე გავაგრძელე შრომა და მუშაობა და მივაღწიე ბევრ წარმატებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, განვლილი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს.

„რთული და საინტერესო იყო ჩემი განვლილი ცხოვრება. დავიბადე სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. ფეხბურთის თამაში როდესაც დავიწყე, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და ალბათ აჯობებდა რაიმე სხვა მიმართულება ამერჩია. ეს მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე გავაგრძელე შრომა და მუშაობა და მივაღწიე ბევრ წარმატებას. ადამიანმა რომ შეხედოს, შესაძლოა ერთი შეხედვით იფიქროს, თუ რა იოლია, თუმცა ამის უკან რა იდგა, რა რთული ბარიერების გამოვლა მომიწია, ბევრ დროს დავხარჯავ ამ ყველაფრის გადმოსაცემად. რამდენიმე ხნის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ მინდა წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებასთან და კარიერასთან დაკავშირებით. მინდა ყველა ახალგაზრდას მივმართო, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როდესაც უჭირთ რაღაცეების გადალახვა და ნებდებიან... არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო ამ სირთულეების გადასალახად. როდესაც ერთ სირთულეს გადალახავ, შემდეგ ძლიერი ხდები და გიადვილდება. ამიტომ, ხასიათის გამოვლენა, მიზანდასახულობა, სწავლა, ინტელექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია