დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იანოშ ჰერმანი - ETIAS სისტემას არაფერი აქვს საერთო ვიზასთან
ავტორი:
2017/ოქტომბერი/26 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/hermani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459964-ianosh-hermani-etias-sistemas-araferi-aqvs-saertho-vizasthan.html", "headline": "იანოშ ჰერმანი - ETIAS სისტემას არაფერი აქვს საერთო ვიზასთან", "datePublished": "2017-10-26 14:09:58", "dateModified": "2017-10-26 14:09:58", "description": "ETIAS სისტემას არაფერი აქვს საერთო ვიზასთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/hermani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ETIAS სისტემას არაფერი აქვს საერთო ვიზასთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სისტემის შემოღება არ არის პასუხი და არანაირად არ არის კავშირში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან.

„ETIAS სისტემის დაგეგმვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ეს სისტემა არ არის განზრახული საქართველოსთვის, ეს არის ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს. მინდა ვუთხრა ქართველებს, რომ ეს სისტემა არ შედის ძალაში 2020 წლამდე. სისტემის ამოქმედების შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ 10 წუთი ვებსაიტზე აპლიკაციის შესავსებად და 10 ევროს გადახდა, რაც დღევანდელი კურსი თუ შენარჩუნდა, იქნება დაახლოებით 29 ლარი. პოზიტიური პასუხის მიღების შემდეგ კი, თქვენ შეგეძლებათ თავისუფლად მოგზაურობა შემდეგი 5 წლის განმავლობაში. გარკვეულწილად, ეს შეიძლება სარგებლის მომტანიც იყოს. მე მახსოვს, ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლამდე ბევრი მეკითხებოდა, რა მოხდება თუ საზღვარზე უარს გვეტყვიანო. ავტორიზაციის გავლა და დადებითი პასუხის ქონა, ამ შემთხვევაში, საზღვარზე მეტი თავდაჯერებულობის საფუძველია. ვფიქრობ, ყველას ინტერესშია იმ ადამიანების გაფილტვრა, ვისაც კრიმინალური წარსული აქვთ ან არ ისახავენ მიზნად შენგენის ზონაში მოგზაურობას“, - განაცხადა ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.

ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. 18-წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები იქნებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია