დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს დეკემბერში ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ეწვევა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/26 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/bari.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459932-saqarthvelos-dekembershi-israeli-saqarthvelos-saparlamento-megobrobis-jgufi-etsveva.html", "headline": "საქართველოს დეკემბერში ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ეწვევა", "datePublished": "2017-10-26 12:37:36", "dateModified": "2017-10-26 12:37:36", "description": "უახლოეს მომავალში საქართველოს ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები და იერუსალი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/bari.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უახლოეს მომავალში საქართველოს ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები და იერუსალიმის მერი ეწვევიან, - ამის შესახებ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ჰილიკ ბარმა განაცხადა.

ჰილიკ ბარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დღეს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა, მის ქვეყანაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ძალიან მოხარულები ვართ ირაკლი კობახიძის მასპინძლობით, მან ისრაელში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ისრაელის კარგი მეგობარია. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბევრი მედია საშუალება დაინტერესდა მისი ვიზიტით. მოხარულები ვართ, რომ იყო აქტიური თანამშრომლობა ინვესტირების, ინოვაციების მიმართულებით. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, გვენახა, როგორ ხდება თანამშრომლობა ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუშაობს საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ დეკემბრის თვეში მოწვეულები ვართ საქართველოში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ასევე, საქართველოში მიწვეულია იერუსალიმის მერი, თბილისში ისტორიული ვიზიტის განსახორციელებლად. ჩვენ ორი წლის წინ ვუმასპინძლეთ თბილისის მერს და ამ ვიზიტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლეთ.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აქ იმყოფება, ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ისრაელის ქნესეთში ყველა შესაძლო მიმართულებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად იერუსალიმსა და თბილისს, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ჰილიკ ბარმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია