დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იციკ მოშეს შეფასებით, ისრაელში ირაკლი კობახიძის ვიზიტისას სწორი მესიჯები იყო გამოთქმული
ავტორი:
2017/ოქტომბერი/26 14:00:01
../photo/2015_02/0/moshe.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459904-icik-moshes-shefasebith-israelshi-irakli-kobakhidzis-vizitisas-stsori-mesijebi-iyo-gamothqmuli.html", "headline": "იციკ მოშეს შეფასებით, ისრაელში ირაკლი კობახიძის ვიზიტისას სწორი მესიჯები იყო გამოთქმული", "datePublished": "2017-10-26 10:08:16", "dateModified": "2017-10-26 10:08:16", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტში იყო სწორი მესიჯები, - ასე აფასებს ისრაელის სახელმწიფოში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/moshe.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტში იყო სწორი მესიჯები, - ასე აფასებს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და “ისრაელის სახლის“ თავმჯდომარე იციკ მოშე.

ინფორმაციას იციკ მოშეს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, იერუსალიმის მერი საქართველოში ვიზიტით 25 წელია არ ყოფილა და დღეს, ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე, საუბრის ერთ-ერთი საგანი მომავალი ვიზიტი იქნება. იციკ მოშეს ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოს ისრაელის სახელმწიფოდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ეწვევიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ვიზიტით აქტიურად დაინტერესდნენ ადგილობრივი წამყვანი მედია საშუალებები.

”საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტში რომ იყო სწორი მესიჯები, რომ იყო პროფესიონალური და რომ იყო წერტილოვანი, ჩვენ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაინტერესდა ისრაელის პრესა. ისრაელის წამყვანი გაზეთები დაინტერესდნენ ამ ვიზიტით და ამ გაგებით იყო წარმატებული ვიზიტი. დღეს კიდევ არის შეხვედრა იერუსალიმის მერთან, მინდა გითხრათ, რომ 25 წლის განმავლობაში, იერუსალიმის მერი არასდროს ჩამოსულა საქართველოში. იგეგმება საქართველოში მის ვიზიტზე საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან შეხვედრები იყო პროფესიონალურ დონეზე და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დეკემბერში უკვე ჩამოვა სამი პარტიის წარმომადგენელი საქართველოში, რომ შეხვედრა გამართონ და გააკეთონ ანალიზი, რა იყო დღემდე და როგორ უნდა მოემზადონ მომავალი 25 წლისათვის. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან, პარლამენტის როლი ეს არის - ანალიზი და მიმართულების ვექტორის დაგეგმვა“, - განაცხადა იციკ მოშემ ჟურნალისტებთან საუბრისას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია