დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების ცვლილებას დაუჭირა მხარი
ავტორი:
2017/ოქტომბერი/25 16:30:02
../photo/2015_02/0-00IANV-2016/evroparlamenti_889dc.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459772-evroparlamentma-shengenis-zonashi-uvizo-rezhimith-sargeblobis-tsesebis-cvlilebas-dautcira-mkhari.html", "headline": "ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების ცვლილებას დაუჭირა მხარი", "datePublished": "2017-10-25 12:35:06", "dateModified": "2017-10-25 12:35:06", "description": "ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00IANV-2016/evroparlamenti_889dc.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 477 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 139 იყო, თავი კი 50-მა დეპუტატმა შეიკავა.

„შენგენში შესვლის წესები სასწრაფო განახლებას ითხოვს უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი პრობლემებისა და ბოლო წლებში მოგზაურთა ნაკადის გაზრდის გამო“, - განაცხადეს ევროპარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.

ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.
სავარაუდოდ, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია