დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადვოკატი - უკრაინის გენპროკურატურას დადგენილებები აქვს მიღებული, რომ პოლიტიკური დევნის გამო სააკაშვილი საქართველოს არ გადასცეს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/25 12:30:02
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/basilaia-beqa-22.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459715-advokati-ukrainis-genprokuraturas-dadgenilebebi-aqvs-mighebuli-rom-politikuri-devnis-gamo-saakashvili-saqarthvelos-ar-gadasces.html", "headline": "ადვოკატი - უკრაინის გენპროკურატურას დადგენილებები აქვს მიღებული, რომ პოლიტიკური დევნის გამო სააკაშვი...", "datePublished": "2017-10-25 08:40:44", "dateModified": "2017-10-25 08:40:44", "description": "უკრაინის გენპროკურატურას სპეციალური დადგენილებები აქვს მიღებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/basilaia-beqa-22.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკრაინის გენპროკურატურას სპეციალური დადგენილებები აქვს მიღებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის არგადაცემის საკითხს ეხება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, უკრაინის საემიგრაციო სამსახურის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლებელია.

ბექა ბასილაიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში პოლიტიკური დევნილი და მისი საქართველოში ექსტრადირების საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ საკითხებთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამის ორგანოებს 2016 წელს ნამსჯელი აქვთ და უარი აქვთ ნათქვამი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მას შემდეგ პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. საფუძველი, რომ საქართველოში მოხდეს ექსტრადირება, არ არსებობს, მითუმეტეს, რომ გენერალურ პროკურატურას ეს დადგენილებები აქვს მიღებული სააკაშვილის საქართველოსთვის არგადაცემის შესახებ“, - განაცხადა ბასილაიამ.

ურაინის საიმიგრაციო სამსახურმა გუშინ ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის 20 ქართველი თანამებრძოლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულმა უწყებამ იგივე გადაწყვეტილების მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებაც არ გამორიცხა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 669
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია