დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ჯონათან ბრენდს შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/religia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459592-religiis-saagentos-thavmjdomare-zaza-vashaymadze-jonathan-brends-shekhvda.html", "headline": "რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ჯონათან ბრენდს შეხვდა", "datePublished": "2017-10-24 13:41:45", "dateModified": "2017-10-24 13:41:45", "description": "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/religia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერს ჯონათან ბრენდს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივითა და სურვილით გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯონათან ბრენდი პირველად იმყოფება საქართველოში და როგორც მან აღნიშნა, ის გულდასმით აკვირდება ადამიანის უფლებებსა და რელიგიურ საკითხებს, ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტუმარმა განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელსა და ზოგადად სააგენტოს საქმიანობის შესახებ ბევრი დადებითი სმენია. მან სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა რელიგიის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ამ სფეროში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ჯონათან ბრენდმა სთხოვა ზაზა ვაშაყმაძეს მიაწოდოს ამერიკულ მხარეს 2016-2017 წლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები და პროექტები და ასევე სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული კვლევები და სამუშაოები, რათა ეს აისახოს ამერიკის დეპარტამენტის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს 2016-2017 წლის პროექტები გააცნო და ასევე საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) რელიგიის მიმართულებით დადგენილი პროექტების შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა პროექტმა „საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში“, ასევე, მოწონებულია შსს-ს თანამშრომლების დატრენინგება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება, ასევე პროექტი „საქართველოს რელიგიური რუკა, ყოველწლიური ინტერრელიგიური კალენდარი და საზოგადოებრივ მაუწყებელზე და თბილისის რამდენიმე ადგილზე განთავსებულ გარე ეკრანებზე გავრცელებული კლიპი, ცნობიერების ამაღლების ფარგლებში, სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში“.

შეხვედრის დასასრულ ჯონათან ბრენდმა სააგენტოსა და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ამერიკის შესაბამის სამსახურებთან უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ასევე სააგენტოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების საგანგებო დავალებათა ელჩის დევიდ სეპერშტაინის შეცვლასთან დაკავშირებით და აღუთქვა, რომ ახალ ელჩს მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას სააგენტოს თავმჯდომარისა და სააგენტოს საქმიანობის შესახებ. სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და მიმართა წინადადებით მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შემთხვევაში, რელიგიის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია