დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - მცხეთის საარჩევნო ოლქის 24-ე უბნის ოქმი მარკერითაა გადასწორებული
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/burjanadze_74f8f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459575-nino-burjanadze-mckhethis-saarchevno-olqis-24-e-ubnis-oqmi-markerithaa-gadastsorebuli.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - მცხეთის საარჩევნო ოლქის 24-ე უბნის ოქმი მარკერითაა გადასწორებული", "datePublished": "2017-10-24 12:33:19", "dateModified": "2017-10-24 12:33:19", "description": "მცხეთის საარჩევნო ოლქის 24-ე უბნის ოქმი მარკერითაა გადასწორებული, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/burjanadze_74f8f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მცხეთის საარჩევნო ოლქის 24-ე უბნის ოქმი მარკერითაა გადასწორებული, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„მე ხელთ მაქვს უკვე შეტანილი საჩივრების მხოლოდ ნაწილი, თუმცა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ხელისუფლება შეეცდება არც ერთი უბანი არ გახსნას ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად და ეს საჩივრები იგნორირებული იქნას ხელისუფლების მიერ. ჩემს ხელთ არსებული ოქმები აჩვენებს წარმოუდგენელ დისბალანსს და შეუსაბამობას მთელ რიგ რაიონებში. ერთმანეთის გვერდით მყოფ უბნებზე გვაქვს ნული, ან ორი ხმა და მეორე, უფრო პატარა უბანზე 41 ხმა. მაგალითად, ტყიბულში 34-ე უბანი, სადაც 41 ხმა გვაქვს დაფიქსირებული და გვერდით უბანი, რომელშიც ნული ხმაა დაფიქსირებული. მე არ მგონია, რომ ყველა ჩვენი მომხრე მაინცდამაინც ერთ უბანში იყო თავმოყრილი და გვერდით უბნებში მსგავს დისბალანსს აქვს ადგილი“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია