დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ მახარობლიშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/maxaroblishvili_2c075.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459475-vakhtang-makharoblishvili-parlamentis-sagareo-urthierthobatha-komitetis-organizebith-gamarthul-konferenciaze-sityvith-gamovida.html", "headline": "ვახტანგ მახარობლიშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე...", "datePublished": "2017-10-24 06:56:30", "dateModified": "2017-10-24 06:56:30", "description": "გაერო-ს დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით, სტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/maxaroblishvili_2c075.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაერო-ს დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გაერო-ს განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების კუთხით. ასევე, აღინიშნა გაერო-ს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილეობის გზით. ამასთან, ხაზი გაესვა გაერო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა გაერო-ში საქართველოს გაწევრიანების 25 წლისთავი და გაწევრიანების დღიდან მიღწეული პროგრესი, რომელმაც ქვეყანა გაერო-ს აქტიურ და ამ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჩართულ წევრად გადააქცია.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია