დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/uordropi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459444-gaerthianebuli-samefo-saqarthvelosthan-savatcro-urthierthobebis-ganvitharebis-dainteresebas-gamokhatavs.html", "headline": "გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს ", "datePublished": "2017-10-24 05:04:52", "dateModified": "2017-10-24 05:04:52", "description": "გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა უორდროპის დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/uordropi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ალან დანკანის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილია და ბრიტანული მხარე დაინტერესებულია ვაჭრობის საკითხებში მიმდინარე სახელშეკრულებო პროცესი სწრაფად და წარმატებით წარიმართოს.
„ჩემი სურვილია, გამოვიჩინოთ მეტი ამბიცია არსებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რაც კარგი მაგალითი იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ საგარეო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თბილისში ჩვენი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად. ეს დიალოგი კიდევ უქრო გააქტიურდება უახლოეს თვეებში“, - განაცხადა დანკანმა.

მისივე თქმით, ბრიტანელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მკვეთრად იზრდება, რასაც ადასტურებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა და უორდროპის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი.
სერ ალან დანკანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაქტიურებულ ხალხთაშორის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ.

„დღეს ორივე მიმართულებით ბევრად მეტი მოქალაქე მოგზაურობს ტურისტული, საგანმანათლებო ან ბიზნესის წარმოების მიზნით ვიდრე ოდესმე. ჩვენ, მთავრობას, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც ტექნიკური, პროფესიული და ხელოვნების მიმართულებებით. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზის აღების პროცესი რაც შეიძლება მარტივი იყოს“, - განაცხადა ალან დანკანმა.

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა ლონდონში გუშინ გაიხსნა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია