დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2017/ოქტომბერი/23 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dialogi.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459273-mikheil-janelidze-uordropis-strategiuli-dialogis-plenarul-skhdomashi-miighebs-monatsileobas.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას", "datePublished": "2017-10-23 07:00:54", "dateModified": "2017-10-23 07:00:54", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-გაერთიანებული სამეფოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dialogi.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მორიგ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ლონდონში გაიმართება და სხდომის დასრულებისას მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნთან ბორის ჯონსონთან, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დანკანთან,ლორდ-მერთან, ვაჭრობის საკითხებში პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან მარკ პრიტჩარდთან, საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გრეგ ჰენდსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან.
ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში. მიხეილ ჯანელიძე ესტუმრება ლონდონის საგარეო და თანამეგობრობის ოფისს, სადაც დიპლომატიური აკადემიის დირექტორი, ჯონ ბენიამინი პრეზენტაციას გამართავს აკადემიის კონცეფციის შესახებ.

"უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში”, - აცხადებენ სამინისტროში.

ვიცე-პრემიერი სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია