დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო - თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმაა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/23 09:30:03
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/cesko.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459260-cesko-thianethshi-merobis-kandidatebs-shoris-skhvaoba-is-khuthi-khmaa-romelic-bathilad-iyo-cnobili-da-saolqo-komisiis-gadatsyvetilebith-aghdga.html", "headline": " ცესკო - თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმაა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და საო...", "datePublished": "2017-10-23 04:36:39", "dateModified": "2017-10-23 04:36:39", "description": "ცესკოს განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/cesko.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცესკოს განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი აღდგა და მერობის კანდიდატებს შორის ხმებში სხვაობა სწორედ ეს რამდენიმე ხმაა.

ბოლო მონაცემებით კი, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა).

“თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20 საუბნო საარჩევნო კომისია შედის. ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და განთავსებულია სპეციალურ ვებ-გვერდზე. თიანეთში, პარტია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი დაიწერა. საჩივრით მოთხოვნილი იყო #20-ე უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. საოლქო კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და გადაწყვიტა ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაეთვალა. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 24, ხოლო სადაო ბიულეტენები იყო ხუთი. როცა კომისიამ ეს ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადაო ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვალა, რადგან ამომრჩევლის ნება აღნიშნულ ბიულეტენებში ნათლად იყო გამოხატული და დაფიქსირებული. ამ პროცესს ესწრებოდნენ როგორც თავად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების დამკვირვებლები“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანდიდატს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტაცია იმ მონაცემებს გამოიყენებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული.

ცნობისთვის, თავდაპირველი მონაცემებით, თიანეთი ერთადერთი საარჩევნო ოლქი იყო, სადაც მერის არჩევნებს არასახელისუფლო კანდიდატი თამაზ მეჭიაური იგებდა. თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია