დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/usufashvilidaviti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459234-davith-usufashvili-am-archevnebshi-damajerebeli-gamarjveba-fulma-da-dzalauflebam-moipova-damarckhda-thavisufleba-da-thvithmmarthveloba.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა, დამარცხდა თავ...", "datePublished": "2017-10-22 17:19:40", "dateModified": "2017-10-22 17:19:40", "description": "„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულზე მოძრაობა პარტია...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/usufashvilidaviti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულზე მოძრაობა პარტიად ჩამოყალიბდება, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სერიოზულად გაიმართება წელში“. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უსუფაშვილი 21 ოქტობრის არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე, საზოგადოებამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრა იხილა. უსფაშვილის თქმით, ‘შენების მოძრაობის“ გეგმაა, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავს ფაქტებს შეუშალოს ხელი.

“ჩვენ ამ არჩევნებში ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ”ქართული ოცნების” ინტერესთა თანხვედრა, პირველ - მეორე ადგილზე გასვლის, ასე ვთქვათ, ურთიერთგანწყობა. ასეთ ფაქტებზე ხელის შეშლას შეძლებს „შენების მოძრაობა“, ეს არის ჩვენი გეგმა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენი გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კონკრეტული ამოცანები გვქონდა და ამ ამოცანების მეტი ნაწილი შესრულდა. რეალისტური ამოცანები გვქონდა, მაგრამ ჩვენი შედეგი გაიზომება 2020 წელს. „შენების მოძრაობა“ შექმნის პროცესშია და მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ პარტიად ჩამოვყალიბდებით. ამ არჩევნებზე უამრავი თანამოაზრე შევიძინეთ, სწორედ ის გვინდა, რომ რაც შეიძლება ფართო ბაზა ჰქონდეს პარტიას. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ სერიოზულად გავიმართებით წელში, შემდეგ კი, 2020 წლისთვის ვპირდებით ქართველ ხალხს, რომ არა მხოლოდ გავარღვევთ ამ მანკიერ, ჩაკეტილ პოლიტიკურ წრეს, არამედ მოვახერხებთ იმასაც, რომ დავძლიოთ ფულის და ძალაუფლების ბატონობა არჩევნებზე. დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია