დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, კენჭისყრიმ დღემ მოწესრიგებულ ვითარებაში ჩაიარა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/euto_e02f6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459215-osceodihr-is-sadamkvirveblo-misiis-tsinastsari-shefasebith-kentcisyrim-dghem-motsesrigebul-vitharebashi-chaiara.html", "headline": "OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, კენჭისყრიმ დღემ მოწესრიგებულ ვითარებაში ჩაი...", "datePublished": "2017-10-22 12:33:46", "dateModified": "2017-10-22 12:33:46", "description": "OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, ზოგადად, კენჭისყრიმ დღემ, მოწესრიგებულ ვითა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/euto_e02f6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, ზოგადად, კენჭისყრიმ დღემ, მოწესრიგებულ ვითარებაში ჩაიარა. როგორც მისიის ხელმძღვანელმა კორენ იონკერმა განაცხადა, უბნების გახსნის და ხმების დათვლის პროცესმა კარგი ან ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე.

”ზოგადად, კენჭისყრიმ დღემ, მოწესრიგებულ ვითარებაში ჩაიარა. უბნების გახსნის და ხმების დათვლის პროცესმა კარგი ან ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა, როდესაც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ და უნდოდათ აღერიცხათ თუ ვინ აძლევდა ხმას. იმ 71 საარჩევნო უბნიდან, სადაც დაკვირვება მიმდინარეობდა, ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეფასდა 11 უბანზე. ჩვენმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მასმედიის ზოგიერთი აკრედიტებული ჟურნალისტი ან მოქალაქე რეალურად აფელირებული იყო პარტიებთან თუ კანდიდატებთან და ზოგჯერ, პროცესში ერეოდნენ ხოლმე”, - განაცხადა იონკერმა.

რაც შეეხება შემოწირულობებს, იონკერის თქმით, მნიშვნელოვანი განსხვავებები აღინიშნა პარტიების შემოწირულობებს შორის.

”მმართველმა პარტიამ შემოწირულობების 91% მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროფესიონალურად მუშაობდა, თუმცა ფინანსური ანგარიშების შემოწმების და არჩევნების დღემდე დასკვნების გამოქვეყნების საბოლოო ვადის არარსებობის გამო, კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა შეზღუდული იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით წინა რეკომენდაციების უმრავლესობა ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი რჩება”, - განაცხადა იონკერმა.

წინასწარი შეფასების თანახმად, საქართველოში 2 წლის მანძილზე ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნის საარჩევნო სიიდან ამოღებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის ინკლუზიურობას.

”ქალი კანდიდატები უმეტესწილად იყვნენ წარმოდგენილნი. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ზოგიერთმა სუბიექტმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და გავრცელებული ინფორმაციით ეს გააკეთა ზეწოლის შედეგად”, - განაცხადა იონკერმა.

წინასწარი შეფასებით, ზოგადად, საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და ადეკვატურ საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად.

”თუმცა, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებების შეზღუდვები, ასევე, შეუსაბამობები და გარკვეული ნაკლოვანებები მაინც სახეზეა. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლო ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და არ ითვალისწინებდა ადრე გაკეთებულ მთელ რიგ რეკომენდაციებს. კენჭისყრის დღემდე საჩივრების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. საჩივრების შეტანის უფლების შეზღუდვა საერთაშორისო ვალდებულებებს და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება”, - ნათქვამია ეუთოს წინასწარ შეფასებაში.

საერთაშორისო დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ ეროვნულ უმცირესობებზეც და აღნიშნავენ, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო სადაც დაფიქსირდა სიძულვილის ენა, მუქარა და დაძაბულობა.

”არჩევნებში 1200-ზე მეტი ეროვნული უმცირესობის კანდიდატი მონაწილეობდა, უმეტესაც ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე. მათგან 24%-ს ქალები შეადგენდნენ. რამდენიმე შემთხვევა იყო სადაც დაფიქსირდა სიძულვილის ენა, მუქარა და დაძაბულობა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ინფორმაციის ეროვნული უმცირესობის ენაზე გამოქვეყნება უზრუნველყო”, - ნათქვამია წინასწარ შეფასებაში.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია