დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკოს თავმჯდომარე - პარტიების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც მინახავს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/cesko-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459187-ceskos-thavmjdomare-partiebis-mier-amomrcheveltha-aghrickhva-dzalian-bevr-qveyanashi-math-shoris-ganvitharebul-qveynebshic-minakhavs.html", "headline": "ცესკოს თავმჯდომარე - პარტიების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარე...", "datePublished": "2017-10-22 09:38:13", "dateModified": "2017-10-22 09:38:13", "description": "ამომრჩეველთა აღრიცხვა სხავადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ძალიან ბევრ ქვეყანაში, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/cesko-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამომრჩეველთა აღრიცხვა სხავადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც მინახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ უფლებას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლებს საარჩევნო კანონმდებლობა აძლევს. როგორც ჟვანიამ განმარტა, საარჩევნო სიის მონაცემები საჯარო ინფორმაციაა და ცესკო უბანზე მყოფი წარმომადგენლების მიერ ამ მონაცემების ამოწერაში დარღვევას ვერ ხედავს.

“ასეთი ფაქტები ამ არჩევნებისათვის ახალი არ არის. თითქმის ყველა არჩევნებზე როგორც ჟურნალისტებს, ისე ყველა ჩართულ მხარეს გვესმის, რომ როგორც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა აღრიცხვა ხდება, რაც ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოში ხდება. დღევანდელი კანონმდებლობით ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ის, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან განსხვავებული განცხადებები გაკეთდა. ნაწილი თვლიდა, რომ ეს განხილული შეიძლება იყოს როგორც დარღვევა, ხოლო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციაც გახლდათ ის, რომ ეს უფლება, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უფლებამოსილებების ნაწილში, საარჩევნო კანონმდებლობით არის დადგენილი და არ არის აკრძალული. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც მინახავს ამომრჩეველთა აღრიცხვა სხავადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში და უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება. თუკი ნებაზე ხდება გავლენის მოხდენა, მხოლოდ ამ ნაწილშია პრობლემური“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი საარჩევნო სიაში ამომრჩევლის იდენტიფიცირებას გულისხმობს და საარჩევნო კანონმდებლობა ამ პროცესის სრული დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

“შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ უფლების შეზღუდვის უფლებას თავს ვერ მისცემდა. 18 წელია საარჩევნო სფეროში ვარ და პირველად მოვისმინე, როცა სადამკვირვებლო ორგანიზაცია დამკვირვებელთა უფლების შეზღუდვას ითხოვდა. ასე რომ, უფლებას, რაც კანონით დადგენილი, მე და საარჩევნო ადმინისტრაცია ვერავის წაართმევს. თუკი ჩვენ გვექნება საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებისათვის გამოყენება მოხდა, ეს არის კანონის დარვევა და დაუშვებელი“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია