დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 09:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/samartlianiarchevnebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459152-samarthliani-archevnebi-saarchevno-ubnebis-umravlesobaze-kentcisyris-dghem-umetestsilad-mnishvnelovani-darghvevebis-gareshe-chaiara.html", "headline": "„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი ...", "datePublished": "2017-10-22 04:00:53", "dateModified": "2017-10-22 04:00:53", "description": "„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/samartlianiarchevnebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი.

”სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს #მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე საარჩევნო უბნებზე. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე, რუსთავშიც სადაც დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია 10 საარჩევნო უბნიდან მოგვაწოდეს.

კენჭისყრის დღეს ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები. ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ფაქტები საარჩევნო უბნების 16.8%-ზე დაფიქსირდა. იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ ყველა უბანს დააკვირდა, ასეთ შემთხვევებს მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ჰქონდა ადგილი. თუმცა, ამ სახის ტენდენცია ყველაზე მეტად თბილისში გამოიკვეთა და საარჩევნო უბნების 74.8%-ზე დაფიქსირდა.

უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები 7 საარჩევნო უბანზე; მარკირების პროცედურის დარღვევის შემთხვევები 15 საარჩევნო უბანზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არაუფლებამოსილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწიელობის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტი 1 საარჩევნო უბანზე; უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცედურების დარღვევის სხვა სახის ფაქტები 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე;

ამ დროისთვის წარდგენილია საუბნო კომისიებში 76 საჩივარი, საოლქო კომისიებში 88 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 57 შენიშვნა.

კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის (97.7%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებთან (98%). ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ამ მონაცემთან შედარებით სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.

საარჩევნო უბნების 97.3%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც თითქმის არ განსხვავდება წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში - 2016 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 97%-ზე და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემის (97.3%-ზე) იდენტურია 97.3%-ზე. მარკირების შემოწმების დარღვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ამ შემთხვევაშიც მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.

საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი სტატისტიკურად განსხვავებული არ არის 2016 წლის საპარლამენტო (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (99.7 %) მონაცემებისგან.

საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება გაკეთდა საარჩევნო უბნების 98.7%-ზე და გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 96%-ზე; შედარებით მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.

საარჩევნო უბნების 98%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი მცირედ გაუმჯობესებულია 2016 წლისა (95%) და 2014 (96.3%) წლის ანალოგიურ მონაცემებს შორის; თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის ფარულობა ყველაზე ნაკლებად დაცული იყო მარნეულისა და ბათუმის ოლქებში.

მუქარისა და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მხოლოდ 1%-ზე, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2014 წლის თვითმმართველობისა (1.3%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებისგან (1%).

კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული სხვა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 5.4%-ზე”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია