დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ეგზიტპოლის შედეგი ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ შედგა და პარტიამ პირველ არჩევნებზე ნაბიჯი გადადგა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 08:00:03
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/baqradze_0f034.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459134-davith-baqradze-egzitpolis-shedegi-nishnavs-rom-evropuli-saqarthvelo-shedga-da-partiam-pirvel-archevnebze-nabiji-gadadga.html", "headline": "დავით ბაქრაძე - ეგზიტპოლის შედეგი ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ შედგა და პარტიამ პირველ არჩევნე...", "datePublished": "2017-10-21 23:03:13", "dateModified": "2017-10-21 23:03:13", "description": "ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი....", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/baqradze_0f034.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ”ევროპული საქართველო” მკვეთრად წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა, - ასე აფასებს ”ედისონის” ეგზიტპოლის შედეგებს ”ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ დრო მუშაობს ”ევროპულ საქართველოზე” და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

”ეს არის ეგზიტპოლი და ეს არ არის არჩევნების ოფიციალური მონაცემები. ყველამ იცის, რომ ქართულ რეალობაში ეგზიტპოლი, ისევე როგორც ნებისმიერი გამოკითხვა, ატარებს რისკს. როდესაც ვსაუბრობთ დაშინებულ ამომრჩეველზე, როდესაც ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ რესურსზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში აშინებდნენ სოციალურების მოხსნით და სამსახურებიდან გაშვებით, ეს მოქმედებს ნებისმიერი კვლევის შედეგზე. ამიტომ, საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ოფიციალური შედეგები. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ეგზიტპოლი ვერ იქნება მიღებული, როგორც რეალობა. ციფრები შეიძლება შეიცვალოს და საბოლოო პოზიცია გვექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმებს დათვლის ცესკო.

ეს არის პირველი არჩევნები „ევროპული საქართველოსთვის“, ჩვენ ვართ რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტია, რომელსაც ბევრი ისეთი მხარდამჭერი ჰყავს, ჩვენი ნომერიც არ იცის, რადგან ჩვენ ვართ ახალი პარტია. ეგზიტპოლის 9%-ი ნიშნავს, საერთო ჯამში, 10%-ზე მეტზე ასვლას და საბოლოოდ ორნიშნა ციფრში გადასვლას. ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ”ევროპული საქართველო” წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ პარტია ამ შედეგების მიხედვით გააგრძელებს ზრდას”, - განაცხადა ბაქრაძემ.
აღნიშნული კომენტარი დავით ბაქრაძემ "ედისონ რისერჩის" კვლევის 18:00 საათის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის შედეგების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო. "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას მხარი - 7%-მა დაუჭირა.
რაც შეეხება პარტიებს, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ხმების 58% მიიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" – 16%. 9%-მა "ევროპულ საქართველოს" დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა - "პატრიოტთა ალიანსს".
ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია