დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძემ სამტრედიის მე-18 უბანზე არსებული ვითარების გამო პოლიციაში დარეკა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/burjanadzenino.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459097-nino-burjanadzem-samtrediis-me-18-ubanze-arsebuli-vitharebis-gamo-policiashi-dareka.html", "headline": "ნინო ბურჯანაძემ სამტრედიის მე-18 უბანზე არსებული ვითარების გამო პოლიციაში დარეკა", "datePublished": "2017-10-21 19:39:40", "dateModified": "2017-10-21 19:39:40", "description": "”დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე „დემოკრატიული მოძ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/burjanadzenino.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი დავით მანჯგალაძე არჩევნებს იგებს და აღნიშნულმა ფაქტმა უბანზე არეულობა გამოიწვია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ”დემოკრატიული მოძრაობის” წევრებმა პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან ამ ფაქტზე რეაგირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

მათივე ცნობით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თავად გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში თავად დარეკა.

”სამტრედიაში მე-18 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ეკიპაჟი არ მოსულა. გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენი კანდიდატი იგებს აღნიშნულ უბანზე არჩევნებს, ხელისუფლებას სურს ჩაშალოს არჩევნები ამ უბანზე და ამის გამო პოლიცია იქ არ მიდის. უახლოეს ხუთ წუთში პოლიცია იქ უნდა მივიდეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ოპერატორთან საუბრისას.


თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია