დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ფიქრი იმაზე, წაგების შემთხვევაში რით გაამართლებდნენ საკუთარ შედეგებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/talakvadze5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459075-archil-thalakvadze-opoziciam-bolo-ori-kviris-ganmavlobashi-aqtiurad-daitsyo-fiqri-imaze-tsagebis-shemthkhvevashi-rith-gaamarthlebdnen-sakuthar-shedegebs.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ფიქრი იმაზე, წაგების შემთხვ...", "datePublished": "2017-10-21 17:38:49", "dateModified": "2017-10-21 17:38:49", "description": "ოპოზიციას ეტყობოდა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ფიქრი იმაზე, წაგების შემთხვევაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/talakvadze5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოპოზიციას ეტყობოდა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ფიქრი იმაზე, წაგების შემთხვევაში რით გაამართლებდნენ საკუთარ შედეგებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ ჯურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ალაპარაკდა იმ გაუგონარ ბრალდებებზე, რომელთაც, მისი თქმით, ნამდვილად არ ჰქონია ადგილი, არ მომხდარა არანაირი ზეწოლა და ხელის შეშლა არ დაფიქსირებულა არჩევნებზე.

”მთელი დღის განმავლობაში მედია, სადამკვირვებლო მისია და ჩვენ პარტიას ვაკვირდებოდით ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას და იქ არ ყოფილა არანაირი სისტემური ხარვეზები და დარღვევები, ამიტომ დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს, რომელიც იქნება ოფიციალური და რა თქმა უნდა ეს მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. ეს არჩევნები ისევე, როგორც წინა 4 არჩევნები ეკუთვნის ხალხს და შედეგებიც, რა თქმა უნდა ეკუთვნის ხალხს, რადგან ხმები, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიებს მისცეს, თითოეულ ადამიანს საქმის სახით უნდა დაუბრუნდეს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია