დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვთ, მათ შორის ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას - მივცეთ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459000-mamuka-mdinaradze-yvelas-vthkhovth-math-shoris-oponentebs-nu-moakhdenen-situaciis-dramatizebas-mivceth-amomrchevels-thavisufali-archevanis-gakethebis-sashualeba.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვთ, მათ შორის ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას - მივცეთ...", "datePublished": "2017-10-21 13:24:12", "dateModified": "2017-10-21 13:24:12", "description": "„ქართული ოცნება“ ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ ახდენენ ვითარების დრამატიზებას. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართული ოცნება“ ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ ახდენენ ვითარების დრამატიზებას. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მომხრეთა მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. მდინარაძემ ბრიფინგზე ასეთი მედიასაშუალების წარმომადგენლის საბუთებისთვის გადაღებული ფოტოსურათებიც წარადგინა.

„მაგალითად, ქალაქ თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომანქანიდან ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ზოგადად არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ყველას ვთხოვთ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ. ჩვენ მსგავს არაფერს არ ვცდილობთ და მივცეთ ამომრჩეველს, ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად იმისა, ვისი მხარდამჭერია თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია