დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბურჯანაძე: მე არ მაქვს უფასო საეთერო დრო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 15:14:07
პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ სათაო ოფისში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მისივე თქმით,  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში, ისინი აპირებენ  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა მოამზადონ. ბურჯანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი უცხოელი ექსპერტი დააკვირდება. „მე მათ ავუხსენი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერორი გარკვეულწილად მოხსნილია, რჩება სერიოზული პრობლემები არჩევნების თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუნდაც ის ფაქტი, რომ განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან, მე არ მაქვს უფასო საეთერო დრო ჩემი პროგრამის ძირითადი გზავნილების გასახმოვანებლად. ეს იწვევს გაოცებას ჩვენს უცხოელ კოლეგებში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლებში და ითქვა, რომ თუ ეს არ გამოსწორდა აუცილებლად აღინიშნება შუალედურ დასკვნაში. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ეს უსამართლობა გამოსწორდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე აპირებს თუ არა „დემოკრატიული მოძრაობა თბილისის მერის კანდიდატურის დასახელებას ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ მომავალში ყველა დონის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ღირსეულ შედეგსაც დადებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია