დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა დავითაია - თბილისის მასშტაბით ხმის მიცემის ერთიანი კონტროლი მიმდინარეობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/davitaia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458903-paata-davithaia-thbilisis-masshtabith-khmis-micemis-erthiani-kontroli-mimdinareobs.html", "headline": "პაატა დავითაია - თბილისის მასშტაბით ხმის მიცემის ერთიანი კონტროლი მიმდინარეობს", "datePublished": "2017-10-21 09:00:37", "dateModified": "2017-10-21 09:00:37", "description": "არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებზე არსებულ დარღვებებზე მიუთითებს. როგორც "საქართველოს ევროპელი დემო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/davitaia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებზე არსებულ დარღვებებზე მიუთითებს. როგორც "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ დარღვევებთან დაკავშირებით.

"მე დავასახელებ უბნებს, სადაც ხდება ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე. უბნის გარეთ ადამიანებს ამომრჩევლები აჩვენებენ, თუ რა ნომერი შემოხაზეს, გარკვეულ უბნებზე არამარკირებული ადამიანების ჯგუფები შედიან. ეს საარჩევნო უბნებია: #49, #54 და #34 ისანში, ვაკეში #40, #48 #61 უბანი, მუხიანის 96-ე უბანი. ფაქტობრივად, თბილისის მასშტაბით ხმის მიცემის ერთიანი კონტროლი მიმდინარეობს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება "ერთობა - ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ვაკეში, სადაც ხმა მივეცი, ჩემს თვალწინ დაფიქსირდა ორი დარღვევა. კომისია არ ეხმარება ამომრჩეველს, რომ იპოვოს თავისი თავი სიაში. კომისიებს აქვთ მოწყობილობა, რომლითაც ამომრჩეველს შეუძლია პირადი ნომრით იპოვოს თავისი თავი სიაში. ჩემი მითითების მიუხედავად, კომისიის წევრები დახმარების გაწევაზე საკმაო წინააღმდეგობას გვიწევდნენ. მოვუწოდებ ცესკოს, კომისიებს განუმარტონ, რომ მათი ვალდებულებაა, ამომრჩეველს დაეხმარონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია