დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩევნების შედეგების ამსახველი ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge აიტვირთება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 07:00:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/cesko-datvla.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458795-archevnebis-shedegebis-amsakhveli-informacia-specialur-veb-gverdze-wwwresultscecgovge-aitvirtheba.html", "headline": "არჩევნების შედეგების ამსახველი ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge აიტვირთება ", "datePublished": "2017-10-21 03:04:30", "dateModified": "2017-10-21 03:04:30", "description": "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ამსახველი ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.res...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/cesko-datvla.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ამსახველი ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge აიტვირთება.
20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე, ეტაპობრივად www.results.cec.gov.ge -ზე განთავსდება.

შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეჰყავთ.

გარდა ამისა, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განმარტა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს, ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში. კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია