დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/udumashvili_fe898.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458535-zaal-udumashvili-merad-archevis-shemthkhvevashi-gamgeobebisa-da-municipalitetebis-gauqmebas-da-servis-centrebis-sheqmnas-gegmavs.html", "headline": "ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცე...", "datePublished": "2017-10-19 19:00:45", "dateModified": "2017-10-19 19:00:45", "description": "თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/udumashvili_fe898.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ უდუმაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, „თვითმმართველობა 2017“-ის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.

„დღეს თბილისის მერია არის დიდი ბიუროკრატიული მექანიზმი, სადაც იფლანგება ათეულობით მილიონი ლარი. მთავარია თბილისის მერიაში დავამყაროთ ჯერ წესრიგი და შემდეგ წესრიგი დავამყაროთ თავად დედაქალაქში. თბილისის მერიაში ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირებით 100 მილიონზე მეტს დავზოგავ, რომელიც მომართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე. დღეს თბილისის მერია სტრუქტურულადაც გაუმართავია, ეს არის გამგეობები, რომლის გაუქმებასაც ვგეგმავ საერთოდ და გამგეობების და მუნიციპალიტეტების ნაცვლად, თბილისში იქნება 32 სერვის-ცენტრი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია